Thumbnail

ქანიე ვესთმა ოპერა "ნაბუქოდონოსორი" დააანონსა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჩიკაგოელმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა ოპერა Nebuchadnezzar დააანონსა, რომლის პრემიერაც 24 ნოემბერს ლოს ანჯელესში, Hollywood Bowl-ის ამფითეატრში შედგება. დადგმის რეჟისორი იტალიელი ვანესა ბიკროფტი იქნება, რომელმაც ქანიესთან სხვადასხვა დროს არაერთხელ ითანამშრომლა.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა პერფორმანსი ჰიუსტონის ციხეში გამართა 

► ქანიე ვესთი: მინდა, რომ Christian Genius Billionaire Kanye West დავირქვა  

► Kanye West: ალბომზე Jesus Is King მუშაობისას, დაუქორწინებელ მუსიკოსებს სექსი ავუკრძალე 

წარმოდგენა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობით იქნება შთაგონებული, რომელიც სამეფოს 22 წლის განმავლობაში მართავდა და ერთ-ერთ გამორჩეულ წინამძღოლად ითვლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქანიეს მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტერზე სპარსეთის სახელგანთქმული მეფე, დარიოს მეორეა გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში მუსიკოსმა საკუთარ თავს "ნაბუქოდონოსორის ტიპის ადამიანი" უწოდა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული