Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთმა პერფორმანსი ციხეში გამართა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ჩიკაგოელმა რეპერმა, ქანიე ვესთმა თავისი პროექტის Sunday Service მორიგი ღონისძიება ტექსასში, ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთ ციხეში გამართა. ის მუსიკოსთა გუნდთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე საათით გაჩერდა. ლეგენდარული არტისტი პერფორმანსით როგორც მამაკაცი, ასევე ქალი პატიმრების წინაშე წარდგა. 

► ქანიე ვესთი: მინდა, რომ Christian Genius Billionaire Kanye West დავირქვა  

► Kanye West: ალბომზე Jesus Is King მუშაობისას, დაუქორწინებელ მუსიკოსებს სექსი ავუკრძალე 

► ნახეთ: ქანიე ვესთის ახალ კლიპში Follow God მისი მამა მონაწილეობს

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული