Thumbnail

22 წლის Kodak Black-ს დამატებით 60 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფ 22 წლის ფლორიდელ ჰიპ ჰოპ არტისტს, კოდაკ ბლექს ახალი ბრალდებები წარუდგინეს. გამოცემა Miami Herald-ის ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე "გამოუსწორებელი მოძალადე დამნაშავის" მიერ იარაღის უკანონო შეძენისა და ფლობის ორ ეპიზოდს ეხება, მუსიკოსს შესაძლოა, გისოსებს მიღმა დამატებით 60 წლის გატარება მოუწიოს.

► Kodak Black-ს 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს

► კოდაკ ბლექი დამნაშავედ ცნეს, მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება 

► Kodak Black ორსულ Yung Miami-ს: როცა გნახავ, მუცელში ჩაგარტყამ 

ბლექის ადვოკატის, ბრედფორდ კოენის თქმით, ბრალდებები ყალბ მტკიცებულებებს ეფუძნება და ისინი აუცილებლად გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, რომ კოდაკ ბლექს რამდენიმე დღის წინ 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკოსი დამატებით 3-წლიან პირობით სასჯელს მოიხდის. სამართალდამცველები მას დოკუმენტების ფალსიფიცირების გზით ოთხი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ედავებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ რეპერს სხვადასხვა დროს შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობას, სექსუალურ ძალადობას, ქურდობას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მოქმედებაშეჩერებული მართვის მოწმობით სარგებლობას ედავებოდნენ.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული