Thumbnail

ნახეთ: DaBaby ვიდეორგოლს BOP ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჩრდილოკაროლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯონათან კირკმა, ფსევდონიმით DaBaby, კომპოზიციაზე BOP გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი დაბეიბის ალბომის Kirk ერთ-ერთი სინგლია. 

► მოუსმინეთ: DaBaby ახალ ალბომს KIRK ავრცელებს 

► ნახეთ: DaBaby ვიდეორგოლს VIBEZ ავრცელებს 

ახალგაზრდა რეპერისთვის ალბომი Kirk წარმატებული აღმოჩნდა. სტუდიური ჩანაწერის ცამეტივე კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში სხვადასხვა პოზიციაზე გადანაწილდა.

► ნახეთ: ყველაზე მეტი ჰიტის მქონე მუსიკოსები 2019 წელს 

ჯონათანმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, დაბეიბი ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. მუსიკოსის ცნობილი კომპოზიციებია: Suge (Yea Yea), Next Song, Walker Texas Ranger, 21 და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული