Thumbnail

ნახეთ: ჰარი სტაილზმა ახალი სიმღერები Watermelon Sugar და Lights Up შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმა NBC-ის გადაცემაში Saturday Night Live ახალი სიმღერები Watermelon Sugar და Lights Up შეასრულა. ორივე ტრეკი არტისტის მომავალ ალბომში Fine Line იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 დეკემბერს გავრცელდება.

► მოუსმინეთ: Harry Styles - Watermelon Sugar

► ნახეთ: ჰარი სტაილზი კლიპს Lights Up ავრცელებს

ჰარი სტაილზი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული