Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, გიორგი შენგელიას, ფსევდონიმით FuLA, იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია "სტუმრად ვარ" გამოქვეყნდა. ჩანაწერში ფულასთან ერთად მისი მეგობარი, რეპერი ირაკლი ნინუა, სასცენო სახელით Ol' Boy მონაწილეობს, რომელმაც გიორგისთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ნამუშევარში ასევე მოუსმენთ ახალბედა მუსიკოს Hally-ს.

► მოუსმინეთ: FuLA - ფორა 

► მოუსმინეთ: FuLA - რამეს აზრი აქ`?! 

► ნახეთ: FuLA & Ol` Boy - არ უნდა გექნა

ფულამ და ოლ' ბოიმ უკვე რამდენიმე წელია, ერთგვარი ჰიპ ჰოპ დუეტი ჩამოაყალიბეს და მსმენელს საერთო ნამუშევრებით ხშირად ანებივრებენ. მათი პოპულარული ერთობლივი კომპოზიციებია "უბატონო", "ძარცვა", "ვაცდენ" "Ronaldinho" და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული