Thumbnail

ნახეთ: მესიჯი, რომელიც XXXTentacion-მა გარდაცვალებამდე Young Thug-ს გაუგზავნა

პოპულარულმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Young Thug-მა ინსტაგრამის საშუალებით გარდაცვლილი მუსიკოსის, XXXTentacion-ის მიერ 2018 წლის აპრილში მისთვის გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროვა.

► ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომის თრეილერი

უცნობია, როდის ნახა იანგ თაგმა სოციალურ ქსელში მიწერილი შეტყობინება და როდის მოიწონა ის, თუმცა, პოსტიდან ჩანს, რომ მას ტექსტური პასუხი არ დაუბრუნებია. 

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე იანგ თაგმა ტენტასიონს მიმართა და კომპოზიციაში მონაწილეობა სთხოვა. 

XXXTentacion 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ტენტასიონის სიკვდილის შემდეგ, დეკემბერში მუსიკოსის დღეისთვის ბოლო ალბომი სახელწოდებით Skins გამოქვეყნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული