Thumbnail

Slipknot-ის კორი ტეილორი: დროის სატარებლად არაა საჭირო, სასმელი ან ნარკოტიკი მიიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Slipknot-ის ფრონტმენმა, კორი ტეილორმა Marshall Podcast-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ კარგი მუსიკა შექმნა ან კარგი დრო ატარო.

► ნახეთ: Slipknot-მა კომპოზიცია Solway Firth კონცერტზე პირველად შეასრულა

► ნახეთ: Slipknot-მა სიმღერა Birth Of The Cruel გაავრცელა

"არტისტებს, რომლებიც ალკოჰოლზე ან ნარკოტიკულ საშუალებებზე არიან დამოკიდებულნი, სურთ, ხალხი ფიქრობდეს, რომ მუსიკის შექმნა ნივთიერებების მიღების გარეშე რთულია. ერთი პერიოდი მეც ვიყავი დარწმუნებული, რომ, თუ ვისკისა და კოკა-კოლას არ მივიღებდი, კომპოზიციების შესრულება გამიჭირდებოდა. ჯერ ერთი ჭიქით დაიწყო, შემდეგ ორით, ბოლოს კი ნახევარ ბოთლამდე ავედი. ეს უკვე დამოკიდებულებაა. აუცილებელი არ არის, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რათა რაიმე შექმნა, ან, უბრალოდ, დრო ატარო. ვფიქრობ, ფხიზელ მდგომარეობაში უკეთესი ხმაც გაქვს, კარგადაც უკრავ და ენერგიულიც ხარ. უფრო ფოკუსირებული ხარ საკუთარ თავზე", - ამბობს არტისტი.

კორი ტეილორმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს როკ ჯგუფ Stone Sour-ში მოღვაწეობით დაიწყო. არტისტი ჰევი მეტალ ბენდს Slipknot 1997 წელს შეუერთდა. მუსიკოსს ბრიტანულმა გამოცემამ NME ყველა დროის საუკეთესო ჰევი მეტალ ფრონტმენების რეიტინგში მეშვიდე ადგილი მიანიჭა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული