Thumbnail

ნახეთ: 9 წლის გოგონა Nirvana-ს სიმღერას In Bloom დასარტყამ ინსტრუმენტზე ასრულებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

9 წლის ბრიტანელმა გოგონამ, ნანდი ბუშელმა ლეგენდარული ჯგუფის, Nirvana-ს ჰიტი In Bloom დასარტყამ ინსტრუმენტზე შეასრულა. სიმღერა კოლექტივის საკულტო ალბომში Nevermind შედის, რომელიც ბენდმა 1991 წელს გამოსცა.

კურტ კობეინმა ჯგუფი Nirvana 1987 წელს შექმნა. გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული