Thumbnail

ოზი ოსბორნი და მერილინ მენსონი 2020 წელს ერთობლივ ტურნეს გამართავენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ოზი ოსბორნი და ცნობილი ამერიკელი არტისტი, მერილინ მენსონი 2020 წელს ერთობლივ ამერიკულ ტურნეს გამართავენ. პირველი კონცერტი 27 მაისს ატლანტაში, უკანასკნელი კი 31 ივლისს ლას ვეგასში ჩატარდება.

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი ახალ კომპოზიციას Under the Graveyard ავრცელებს

► ოზი ოსბორნმა საუკეთესო გიტარისტი დაასახელა, ვისთანაც მას უმუშავია

► ოზი ოსბორნის ახალი ალბომი 2020 წლის იანვარში გამოვა

მუსიკოსების საერთო კონცერტები ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელი ტურნეს No More Tours II ფარგლებში ჩატარდება. ცნობილია, რომ მენსონი ოსბორნის კონცერტებს გახსნის.

"ოზისთან ერთად ტურნეში არაერთხელ ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი იყო. ჩვენს საერთო კონცერტებს აუცილებლად უნდა დაესწროთ", - განაცხადა მერილინ მენსონმა.

აღსანიშნავია, რომ ოზი ოსბორნი ტურნეს ევროპულ ნაწილს ცნობილ ბრიტანულ კოლექტივთან, Judas Priest-თან ერთად გამართავს.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-05 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული