ახალგაზრდა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დომინიქ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Lil Baby, ახალი კომპოზიცია Catch The Sun გაავრცელა. სინგლი ფილმის Queen & Slim ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. სურათი კინოგაქირავებაში 27 ნოემბერს ჩაეშვება.
► Meek Mill: Lil Baby-ს სცენაზე ჯიბეში 100,000 დოლარი ედო
დომინიქ ჯოუნსმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, Gunna-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა.
კომენტარები