Thumbnail

Eminem-ის წარმომადგენელი Rihanna-სთან დაკავშირებულ სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული დეტროიტელი მუსიკოსის, ემინემის წარმომადგენლობამ პირველი კომენტარი გააკეთა 2009 წლის კომპოზიციის ფრაგმენტის შესახებ, რომელშიც რეპერი არენბი შემსრულებელის, კრის ბრაუნის მიერ პოპვარსკვლავ Rihanna-ს ცემას ამართლებს.

► ემინემი: რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ, რიანას მეც ვცემდი

"10 წლის წინანდელი ამბავია. ემინემმა ტრეკიდან ეს ციტატა ამოიღო. რიანასა და მას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ", - განაცხადა გამოცემა Billboard-თან საუბარში არტისტის წარმომადგენელმა, დენის დენეჰმა.

ნოემბრის დასაწყისში ტრეკის 7-წამიანი მონაკვეთი პლატფორმა Reddit-ზე გავრცელდა, რამდენიმე დღის წინ კი მისი სრული ვერსია გამოქვეყნდა.

"რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ. მეც ვცემდი იმ ძუკნას", - ამბობს მუსიკოსი ნამუშევარში.

"Of course I side with Chris Brown, I'd beat a bitch down too".

რეპერმა კომპოზიცია ალბომ Relapse-ზე მუშაობისას ჩაწერა, თუმცა საბოლოოდ, ნამუშევარში აღარ შეუტანია. მოგვიანებით, ის B.o.B-ის 2011 წლის ტრეკად Things Get Worse იქცა, რომელშიც ემინემი მონაწილეობს. ჩანაწერში ის მსახიობ დაკოტა ფენინგს მოკვლით, მუსიკოს ნატაშა ბედინგფილდს კი სარეცხ მანქანაში შეგდებით ემუქრება. სიტყვები რიანას შესახებ ნამუშევარში არ მოხვედრილა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ემინემმა და რიანამ ჰიტი Love the Way You Lie ჩაწერეს, ამას 2012 წელს გამოშვებული Numb მოჰყვა, შემდეგ კი არტისტებმა კომპოზიციაზე The Monster ითანამშრომლეს. 2014 წელს მუსიკოსების ერთობლივი მსოფლიო ტურნე The Monster Tour გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული