Thumbnail

ეპოქალური მუსიკოსი, ლორინ ჰილი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. არტისტმა მისი დღემდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Guarding The Gates გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად ლორინი გახლავთ. ნამუშევარი ფილმის Queen & Slim საუნდტრეკების ალბომში შედის.

► მოუსმინეთ: Pusha T - Coming Home Ft. Lauryn Hill

კომპოზიცია არტისტმა წლების წინ ჩაწერა და სხვადასხვა კონცერტზე არაერთხელ შეასრულა, თუმცა, სიმღერის სტუდიური ვერსია დღემდე არ გამოქვეყნებულა.

8 გრემის მფლობელმა ლორინმა მუსიკალური კარიერა 1988 წელს დაიწყო. ის ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მუსიკოსის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბის, ნეო სოულისა და რეგეის სინთეზია. შემსრულებლის სოლო დისკოგრაფია ერთადერთ ალბომს The Miseducation Of Lauryn Hill მოიცავს, რომელიც მან 1998 წელს გაავრცელა. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ მიღწევით ჩანაწერი პირველი ჰიპ ჰოპ ალბომი გახდა, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის სტატუსი დაიმსახურა. 

სოლო კარიერის პარალელურად, ლორინი ეპოქალური გაერთიანების Fugees ლიდერი გახლდათ. კოლექტივმა 1994-96 წლებში ალბომები Blunted On Reality და The Score გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ამ უკანასკნელის 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ამასთან, ნამუშევარმა გრემიზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში, მასში შესულმა სინგლმა Killing Me Softly With His Song კი საუკეთესო კომპოზიციის ნომინაციაში გაიმარჯვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული