ამერიკელმა პროდიუსერმა DJ Shadow კომპოზიციაზე Rocket Fuel გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ ტრიო De La Soul მონაწილეობს. სინგლი შედოუს ახალ ალბომში Our Pathetic Age შედის, რომელიც გაყიდვაში 15 ნოემბერს ჩაეშვა.
► მოუსმინეთ: DJ Shadow - Rosie
ჯოშუა პოლ დევისმა, ფსევდონიმით DJ Shadow, შემოქმედებითი კარიერა 1989 წელს დაიწყო. 1996 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Endtroducing..... გაავრცელა. პროდიუსერს ამ დრომდე ექვსი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.
კომენტარები