Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს ლათინური გრემის დაჯილდოებაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლას ვეგასში ლათინური გრემის დაჯილდოების რიგით მე-20 ცერემონია გაიმართა. ღონისძიების სტუმრებმა თავი ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს და კამერებთან საკუთარი ჩაცმულობის დემონსტრირება მოახდინეს.

► ნახეთ: 2019 წლის ლათინური გრემის გამარჯვებულები

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს MTV EMA 2019-ზე

Alicia Keys

არენბი შემსრულებელმა, ალიშა ქისმა საღამოსთვის Off-White-ის შავი კოსტიუმი მოირგო.

Ricky Martin

პუერტორიკოელმა რიკი მარტინმა, რომელიც დაჯილდოების წამყვანი იყო, ღონისძიებისთვის ფრანგული ბრენდის Berluti კოსტიუმი და ფეხსაცმელები შეარჩია.

Rosalía

დაჯილდოების ტრიუმფატორი, ესპანელი პოპვარსკვლავი როზალია, რომელმაც ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა, წითელ ხალიჩაზე თავს Carolina Herrera-ს მიერ შექმნილი შავ-თეთრი კაბით იწონებდა.

Thalia

მექსიკელი მომღერალი თალია, რომელსაც ლათინური პოპმუსიკის დედოფლად მოიხსენიებენ, თავს Jean-Louis Sabaji-ს წითელი კაბით იწონებდა.  

Anitta

ბრაზილიელმა მომღერალმა, ანიტამ არჩევანი Georges Hobeika-ს ყვითელ ტოპსა და კრისტალებით გაფორმებულ ქვედაბოლოზე შეაჩერა. 

Miguel

არენბი შემსრულებელი, მიგელი წითელ ხალიჩაზე Dior-ის შავ კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა.

Alessia Cara

ცერემონიას დაესწრო კანადელი მომღერალი ალესია კარაც. მან კამერების წინ Mario-ს კაბით გაიარა.

Bad Bunny

პუერტორიკოელმა რეპერმა, Bad Bunny-მ საღამოსთვის ლურჯი ხავერდის პალტო შეარჩია, რომელსაც შავი მაღალყელიანი სვიტერი და ამავე ფერის დიდი ზომის სათვალე შეუხამა.

Ozuna

პუერტორიკოელმა არტისტმა, Ozuna-მ საღამოსთვის ოქროსფერი ორნამენტებით გაფორმებული კოსტიუმი მოირგო.

Roselyn Sánchez

პუერტორიკოელი მომღერალი, როზელინ სანჩესი საღამოზე Nicolas Jebran-ის დიზაინით შეკერილი ვერცხლისფერი კაბით მივიდა.

Sofia Carson

ამერიკელმა მუსიკოსმა, სოფია კარსონმა Giambattista Valli-ის ვარდისფერი, შლეიფიანი კაბა მოირგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული