Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg და Dam-Funk კლიპს Hit Da Pavement ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, კელვინ ბროდუსის, ფსევდონიმით Snoop Dogg და ფანკ შემსრულებელის Dam-Funk დუეტმა 7 Days Of Funk მსმენელს კომპოზიციაზე Hit Da Pavement გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ფანკ ჟღერადობის ჩანაწერის პროდიუსერი დემ-ფანკი გახლავთ.

► Snoop Dogg: TDE ლეიბლ Death Row-ზე უკეთესია 

► ნახეთ: Snoop Dogg კლიპს Do You Like I Do ავრცელებს 

► Snoop Dogg: ტეკაშიმ არეტა ფრანკლინივით მოაღო პირი 

7 Days Of Funk სნუპ დოგმა და დემ-ფანკმა 2013 წელს ჩამოაყალიბეს. მალევე მათ მსმენელს ამავე დასახელების ალბომი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ სნუპმა ამ პროექტისთვის ახალი ფსევდონიმი Snoopzilla შეირჩია.

სნუპ დოგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული