Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Peep-ის ახალი ალბომი Everybody's Everything გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი არიზონელი მუსიკოსის, Lil Peep-ის ახალი ალბომი Everybody's Everything გავრცელდა. ჩანაწერში, რომელიც ლეიბლმა Columbia Records გამოსცა, სულ 19 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ცნობილ არტისტებთან Rich the Kid და ILoveMakonnen. 

► ნახეთ: Lil Peep-ის ახალი კლიპი Belgium გავრცელდა

► Lil Peep-ის ახალი სტუდიური ჩანაწერი Goth Angel Sinner და კლიპი გავრცელდა

21 წლის ლილ ფიფი 2017 წლის 15 ნოემბერს, სადებიუტო ჩანაწერის Come Over When You're Sober Pt. 1 მხარდასაჭერ ტურნეში ყოფნისას, ნარკოტიკით ზედოზირებამ იმსხვერპლა. არტისტის დისკოგრაფია სამ სტუდიურ ალბომს, 5 მიქსტეიპსა და 10-ზე მეტ EP-ის ითვლის. მისი შემოქმედება პოპ პანკის, დრიმ პოპის, თრეფ მუსიკისა და ჰიპ ჰოპის ნაზავია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული