Thumbnail

ახალგაზრდა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ახალი კომპოზიცია Ride Or Die და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში მისი კოლეგა VickeeLo მონაწილეობს.

► ნახეთ: Megan Thee Stallion-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის პირველი ეპიზოდი 

ნახეთ: Megan Thee Stallion-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის მეორე ეპიზოდი

► ნახეთ: Megan Thee Stallion-ის ახალი საშინელებათა ჟანრის სერიალის მესამე ეპიზოდი 

ნამუშევარი მელოდრამის Queen & Slim ერთ-ერთი საუნდტრეკია. სურათის პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 27 ნოემბერს შედგება. მასში მთავარ როლს გრემის ნომინანტი მსახიობი, დანიელ კალუია შეასრულებს.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული