Thumbnail

კალიფორნიელი არენბი და ნეო სოულ შემსრულებელი, ჯენეი აიკო მსმენელს ახალ კომპოზიციას None Of Your Concern და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში მისი ყოფილი შეყვარებული, ცნობილი დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი Big Sean მონაწილეობს. ტრეკი მომღერლის მომავალი ალბომის Chilombo სინგლია.

► მოუსმინეთ: Jhené Aiko-მ სიმღერის Triggered (Freestyle) რემიქსი გაავრცელა

► მოუსმინეთ: Big Sean - Single Again Ft. Jhené Aiko & Ty Dolla Sign

ჯენეი აიკომ მუსიკალური მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ არენბი ჯგუფ B2K-სთან თანამშრომლობით გაიცნო. 2003 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი My Name Is Jhené დააანონსა, თუმცა, ჩანაწერი არასდროს გამოსულა. ამის შემდეგ აიკო მუსიკას ჩამოშორდა და უნივერსიტეტში სწავლა განაგრძო. მომღერალი მუსიკალურ კარიერას 2011 წელს მიქსტეიპით Sailing Soul(s) დაუბრუნდა. 2013 წელს მან Big Sean-ის სინგლში Beware მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც პირველად მოხვდა ბილბორდის ჩარტში. არენბი შემსრულებელს ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული