Thumbnail

Queen-ის ახალი აპლიკაციით გაიგებთ, რამდენად შეგიძლიათ ფრედი მერკურის მსგავსად სიმღერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა კოლექტივმა Queen აპლიკაცია FreddieMeter გაავრცელა, რომელიც იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ რამდენად შეგიძლიათ კოლექტივის ფრონტმენის, ფრედი მერკურის მსგავსად სიმღერა.  

► ნახეთ: ფრედი მერკურის მიერ სიმღერის Time Waits for No One აქამდე უცნობი შესრულება

► ნახეთ: მუსიკალურ პლატფორმებზე მე-20 საუკუნის ყველაზე მოსმენადი სიმღერა გამოვლინდა

► Queen-მა ტვიტერს დონალდ ტრამპის ვიდეო წააშლევინა

აპლიკაციაში მოცემული ოთხი კომპოზიციიდან Bohemian Rhapsody, Don’t Stop Me Now, Somebody to Love და We Are the Champions სასურველის ამორჩევის შემდეგ კარაოკე ირთვება, თქვენი ხმა კი მიკროფონის საშუალებით იწერება. პროგრამა თქვენს ტემბრს, დიაპაზონსა და სმენას გააანალიზებს და რამდენიმე წამში შედეგიც გეცოდინებათ. 

FreddieMeter-ის შექმნაზე Google Creative Lab-მა ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და მათი მენეჯერის, ჯიმ ბიჩის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის The Mercury Phoenix Trust მხარდაჭერით იმუშავა.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული