Thumbnail

ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს K I D S აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, კომპოზიციაზე K I D S გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. პოპულარული მუსიკოსის ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა Dex Lauper მონაწილეობს. ტრეკი ჯი-იზის ახალგავრცელებულ მინი ალბომში Scary Nights შედის.

► მოუსმინეთ: G-Eazy რვატრეკიან ჩანაწერს Scary Nights ავრცელებს 

► ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს Hittin Licks ავრცელებს 

► ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს Bang ავრცელებს

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული