Thumbnail

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce 5'9", ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Black Savage გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. დეტროიტელი ემსის ჩანაწერში მისი ცნობილი კოლეგები CyHi The Prynce და T.I., ასევე მუსიკოსები Sy Ari Da Kid და White Gold მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი 2000-იანების პოპულარული გაერთიანების D12 წევრი, Mr. Porter გახლავთ.

► ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Cocaine ავრცელებს 

► ნახეთ: Eminem-ისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა 

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, სასცენო სახელით Proof, მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული