Thumbnail

მოუსმინეთ: Slowdive კომპოზიციის Golden Hair ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფი Slowdive კომპოზიციის Golden Hair ალტერნატიულ, 9-წუთიან ვერსიას ავრცელებს. მუსიკოსებმა ტრეკი ინგლისური ლეიბლის Sonic Cathedral პროექტის Singles Club ფარგლებში ჩაწერეს.

Slowdive ქალაქ რედინგში 1989 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Just for a Day გაავრცელა. სამი სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 1995 წელს ბენდი დაიშალა. არტისტები 19-წლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა შეიკრიბნენ. 2017 წელს მათ რიგით მეოთხე, ჯგუფისვე სახელწოდების მქონე ნამუშევარი გამოუშვეს. მუსიკოსების შემოქმედება დრიმ პოპს, ინდი როკსა და ემბიენთს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული