Thumbnail

მოუსმინეთ: Noel Gallagher's High Flying Birds ახალ სიმღერას Wandering Star ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელი მუსიკოსის, ნოელ გალაჰერის ჯგუფმა Noel Gallagher's High Flying Birds ახალი სიმღერა Wandering Star გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის მომავალ EP-ში სახელწოდებით Blue Moon Rising იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის 6 მარტს გამოიცემა.

► ნოელ გალაჰერი: ბორის ჯონსონი უფრო გართობს, ვიდრე ლიამი

 მოუსმინეთ: Noel Gallagher's High Flying Birds-მა ჩანაწერი This Is the Place გამოუშვა

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, Oasis-ის დაშლის შემდეგ, 2010 წელს ნოელმა საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა დღეისთვის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული