Thumbnail

ნახეთ: Halsey სინგლის Graveyard აკუსტიკურ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ სინგლის Graveyard აკუსტიკური ვერსია გაავრცელა. ჩანაწერში არტისტი სიმღერას ქალაქ ნეშვილში გამართულ კონცერტზე ასრულებს. კომპოზიცია მუსიკოსის რიგით მესამე ალბომში Manic შევა, რომელიც გაყიდვაში 17 იანვარს ჩაეშვება.

► ნახეთ: Halsey დოკუმენტური სერიალის Road To Manic პირველ ეპიზოდს ავრცელებს

► ნახეთ: Halsey კომპოზიციაზე Graveyard გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული