Thumbnail

მოუსმინეთ: კეტი პერის სიმღერის Harleys in Hawaii რემიქს ვერსიები გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავის, კეტი პერი ახალი სიმღერის Harleys in Hawaii ორი რემიქსი გავრცელდა. პირველი მათგანი მუსიკალურ პროდიუსერ Kandy-ს ეკუთვნის, მეორეზე კი დუეტმა Win and Woo იმუშავა. სიმღერის ალტერნატიული ვერსიები კეტი პერიმ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. 

► ნახეთ: Katy Perry - Harleys In Hawaii

კენდის მიერ შექმნილი რემიქსი ელექტრონული ჟღერადობისაა.

Win and Woo-ს ნამუშევარი კი ალტერნატიული როკითაა შთაგონებული.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს

კომენტარები

ბოლოს დამატებული