Thumbnail

ნახეთ: Pet Shop Boys ახალ კომპოზიციას Burning the Heather ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული სინთპოპ დუეტი Pet Shop Boys ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას Burning the Heather ავრცელებს. სინგლი ჯგუფის მომავალ, რიგით მეთოთხმეტე ალბომში Hotspot იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 იანვარს ჩაეშვება. სტუდიური ნამუშევარი 10 სიმღერას გააერთიანებს.

► მოუსმინეთ: Pet Shop Boys - Dreamland Ft. Years & Years

ნილ ტენანტმა და კრის ლოუმ Pet Shop Boys ლონდონში 1981 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული და ბრიტანეთში ყველაზე წარმატებულ დუეტად ითვლებიან. 2016 წელს ჯგუფმა რიგით მეცამეტე ალბომი Super გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული