Thumbnail

ნახეთ: PaJo - კართან მოდგა შემოდგომა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ქუთაისელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკა ბიწაძე, ფსევდონიმით PaJo, კომპოზიციას "კართან მოდგა შემოდგომა" და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. რეპერმა ჩანაწერის შექმნისას დუეტ "ჩიხლაძეების" ამავე დასახელების სიმღერა გამოიყენა. ნიკასთან ერთად ნამუშევარში მისი და, მონიკა მონაწილეობს. ინსტრუმენტალის ავტორი შოთა ბანძელაძე გახლავთ.

► მოუსმინეთ: PaJo - ჩვენი სამყარო

► ნახეთ: PaJo - ახალი ეპოქა 

► მოუსმინეთ: რეპერმა PaJo-მ კომპოზიციაში "შენ შფოთავ" Young Mic გადისა 

პაჯომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი სადებიუტო ტრეკი "ნაბიჯი პირველი" გახლავთ, რომელშიც მონაწილეობა 2000-იანების პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, "ძებნილების" წევრი რევაზ მორჩილაძე, იგივე ბებერი მონაწილეობს. რეპერის ცნობილი კომპოზიციებია: "წარმოვადგენ ქუთაისს", "მოგონება", "MC 3000 ნახვა" და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული