Thumbnail

ნახეთ: Dave East ფრისტაილს ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰარლემელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დევიდ ბრიუსტერ უმცროსი, სასცენო სახელით Dave East, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სადებიუტო ალბომი გაავრცელა, ლოს ანჯელესში მდებარე რადიოსადგურს Power 106 ესტუმრა. ნიუ იორკელმა რეპერმა გადაცემაში The L.A. Leakers გარდაცვლილი კოლეგის, Ol' Dirty Bastard-ის ცნობილი კომპოზიციის Brooklyn Zoo ბითზე ფრისტაილი წაიკითხა. აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს ოლ' დერთი ბასთარდის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.

► მოუსმინეთ: Dave East სადებიუტო ალბომს Survival ავრცელებს 

► ნახეთ: Dave East კომპოზიციას Mama I Made It ასრულებს 

დეივ ისთმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2014 წელს რეპერი ნასის მიერ დაფუძნებულ ლეიბლში Mass Appeal Records გაწევრიანდა. 2017 წლის დასაწყისში მან EP სახელწოდებით Paranoia: A True Story გამოუშვა. თუმცა, ჯერჯერობით მუსიკოსის საუკეთესო ჩანაწერად 2016 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპი Kairi Chanel ითვლება. 2019 წლის ნოემბერში დეივმა სადებიუტო ალბომი Survival გამოაქვეყნა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული