კანადელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა კომპოზიციაზე Courage გადაღებული შავ-თეთრი ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპზე რეჟისორმა Se Oh იმუშავა. სინგლი სელინის მომავალ, რიგით მეთორმეტე ინგლისურენოვან ალბომში Courage იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 ნოემბერს გავრცელდება.
► ნახეთ: სელინ დიონი კომპოზიციაზე Imperfections გადაღებულ კლიპს ავრცელებს
► სელინ დიონი: ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ არ შეიძლება, კარგი დრო ვატაროთ?
► სელინ დიონი დრეიქს: ძალიან გთხოვ, ჩემი სახე არ ამოისვირინგო
მომღერალმა კომპოზიცია ჩანაწერებთან Imperfections და Lying Down ერთად 18 სექტემბერს გაავრცელა.
სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.
კომენტარები