Thumbnail

Bloomberg: ჩინეთის ხელისუფლების ბოტების ჯგუფს 50 Cent Army ჰქვია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კურტის ჯექსონმა, ფსევდონიმით 50 Cent, ტვიტერზე გამოცემა Bloomberg-ის სტატიის ამონარიდი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ჩინეთის ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისთვის ე.წ. ბოტების ჯგუფს სახელწოდებით 50 Cent Army იყენებს.

► The Game: G-Unit-თან თანამშრომლობის წინააღმდეგი არ ვარ

► ნახეთ: ASAP Rocky-ს სცენაზე 50 Cent შეუერთდა

► 50 Cent რიკ როსს კვლავ უჩივის

"ჩინეთში უნდა წავიდე, რომ ჩემი არმია მოვძებნო. მინდა, მათ შევუერთდე", - წერს რეპერი სოციალურ ქსელში.

გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ე.წ. ბოტების მიერ ჩინეთის ხელისუფლების მხარდამჭერი 450 მილიონი კომენტარი იწერება.

50 Cent-მა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას წარმატება სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Get Rich оr Die Tryin' მოუტანა. 2003 წლიდან დღემდე ამ ნამუშევრის 14 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. 2015 წლის მიწურულს არტისტმა ბოლო ოფიციალური მიქსტეიპი The Kanan Tape გამოუშვა, რომლის წამყვანმა სინგლმა I'm the Man პლატინის სტატუსი მოიპოვა. სოლო შემოქმედების გარდა, 50 Cent პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანებისა და ლეიბლის G-Unit-ის დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული