Thumbnail

ნახეთ: YNW Melly ვიდეორგოლს No Heart ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯემელ დემონსის, სასცენო სახელით YNW Melly, წარმომადგენლებმა კომპოზიციის No Heart ვიდეორგოლი გაავრცელეს. ტრეკი მუსიკოსის 2019 წლის მიქსტეიპში We All Shine შედის.

► მოუსმინეთ: YNW Melly - 223s Ft. 9lokkNine 

► ნახეთ: პატიმრობაში მყოფი YNW Melly-ს ვიდეორგოლი City Girls გავრცელდა 

► 19 წლის რეპერს, YNW Melly-ს ორი მეგობრის მკვლელობაში ადანაშაულებენ

კრიმინალური წარსულის მქონე რეპერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სადებიუტო მიქსტეიპით I Am You გაიცნო. ნამუშევრის წამყვანმა კომპოზიციამ Murder On My Mind მსმენელის მოწონება მალევე დაიმსახურა. ტრეკმა ოქროს სტატუსიც მოიპოვა. ერთი წლის შემდეგ, მელიმ რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი We All Shine გაავრცელა, რომელშიც ლეგენდარული კოლეგის, ქანიე ვესთის მონაწილეობით შექმნილი ტრეკი Mixed Personalities შევიდა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული