Thumbnail

მოუსმინეთ: ბილი აილიში ახალ კომპოზიციას Everything I Wanted ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბილი აილიში ახალ კომპოზიციას Everything I Wanted ავრცელებს. სიმღერაზე 17 წლის არტისტმა ძმასთან, ფინიასთან ერთად იმუშავა. ეს პირველი ტრეკია, რომელიც ბილიმ სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? შემდეგ გამოუშვა. 

► ბილი აილიში ძმასთან, Finneas-თან ერთად ახალ კომპოზიციებზე მუშაობს

► ნახეთ: ბილი აილიშმა Bad Guy-ზე მოცეკვავე ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთა

► ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერაზე All the Good Girls Go to Hell კლიპი გადაიღო

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული