Thumbnail
ფოტო: George Nebieridze

მოუსმინეთ: ირაკლი კიზირიამ პოდკასტების სერიისთვის Unrushed ერთსაათიანი მიქსი ჩაწერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, ირაკლი კიზირიამ, სასცენო სახელით Irakli, პოდკასტების სერიისთვის Unrushed ერთსაათიანი ემბიენთ ჟღერადობის მიქსი ჩაწერა.

ირაკლი კიზირია 2011 წელს შექმნილი გერმანული ელექტრონული დუეტის I/Y წევრია. მუსიკოსი ასევე საკლუბო ღონისძიებების სერიის STAUB ერთ-ერთი დამაარსებელია. 2017 წელს არტისტმა ბერლინში ლეიბლი Intergalactic Research Institute for Sound შექმნა, რომლის საშუალებითაც დამწყებ ქართველ ელექტრონულ მუსიკოსებს ეხმარება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული