Thumbnail

დეივ გროლმა Here We Go Song სერიალ Sesame Street-ის პერსონაჟებთან ერთად შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა სატელევიზიო სერიალის Sesame Street 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიცია Here We Go Song შოუს პერსონაჟებთან, Elmo-სა და Big Bird-თან ერთად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სერიალის ახალი სეზონი საკაბელო ტელევიზიის, HBO-ს ეთერში 16 ნოემბრიდან დაიწყება.

დეივ გროლი 1987-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა. არტისტმა ორივე ჯგუფში მოღვაწეობისას სულ 16 გრემი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული