Thumbnail

ჟურნალმა People პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მუსიკოსი დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ჟურნალმა People 2019 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა. გამოცემამ ეს სტატუსი 40 წლის ამერიკელ მუსიკოსს, ჯონ ლეჯენდს მიანიჭა. 

► ნახეთ: John Legend ორი წლის შვილთან ერთად Baby Shark-ს ასრულებს

"გამიხარდა, მაგრამ ამავდროულად, ცოტა მეშინია, რადგან დიდ წნეხში აღმოვჩნდი. ახლა პირდაპირ ნაწილებად დამშლიან, რათა შეამოწმონ, ასეთი სტატუსისთვის საკმარისად სექსუალური ვარ თუ არა", - აღნიშნა ჯონმა People-თან ინტერვიუში.

არტისტის წარმატებას ტვიტერზე მისი ცოლი, ამერიკელი მოდელი და ტელევარსკვლავი, ქრისი თიგენი გამოეხმაურა.

"მსოფლიოში ყველაზე სექსუალურმა მამაკაცმა ახლახან ბეკონის სენდვიჩი მომიმზადა".

აღსანიშნავია, რომ შარშან წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ბრიტანელი მსახიობი, იდრის ელბა დაასახელეს. 

ჯონ ლეჯენდს კარიერის განმავლობაში გრემის 10 ჯილდო, ერთი ოსკარი და ოქროს გლობუსი აქვს მიღებული. მუსიკოსი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, ჯეი ზი და ალიშა ქისი. ჯონს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: All of Me, Tonight და Love Me Now მოუტანა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული