Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომის თრეილერი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

20 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსის, ჯასეი ონფროის, იგივე XXXTentacion-ის ინსტაგრამზე მისი ახალი ალბომის Bad Vibes Forever თრეილერი გავრცელდა. არტისტის წარმომადგენლების განცხადებით, სტუდიური ნამუშევარი ტასიონის შემოქმედებაში უკანასკნელი იქნება.

► ნახეთ: XXXTentacion-ის ახალ კლიპში Hearteater მისი ყოფილი შეყვარებული მონაწილეობს 

► ნახეთ: XXXTentacion-ის კომპოზიციაზე Royalty გადაღებული კლიპი გავრცელდა 

"ვცდილობ, ღირებული რამ შევქმნა. ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით. შენ შენივე ფილმის მსახიობი ხარ და შენვე ირჩევ, მასში რა როლს შეასრულებ", - ამბობს ჯასეი ვიდეოში.

Bad Vibes Forever მუსიკოსმა ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. ნამუშევარი მისი სადებიუტო ალბომი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სტუდიურმა ჩანაწერმა დღის სინათლე ამ დრომდე ვერ იხილა.

მიმდინარე წელს მუსიკოსის წარმომადგენლებმა ალბომის ორი სინგლი Royalty და Hearteater გაავრცელეს. ცნობილია, რომ ნამუშევარში მონაწილეობას ისეთი არტისტები მიიღებენ, როგორებიც არიან: Lil Wayne, Lil Nas X, Blink-182, Tory Lanez, Stefflon Don, Mavado, Ky-Mani Marley, Rick Ross, Vybz Kartel და სხვა.

მუსიკოსი 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ტენტასიონის სიკვდილის შემდეგ, დეკემბერში მუსიკოსის დღეისთვის ბოლო ალბომი სახელწოდებით Skins გამოქვეყნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული