Thumbnail

მოუსმინეთ: Ricky Martin, Bad Bunny და Residente კომპოზიციას Cántalo ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა პუერტორიკოელმა არტისტებმა, რიკი მარტინმა, ბედ ბანიმ და რეზიდენტემ ერთობლივი კომპოზიცია Cántalo გაავრცელეს. მუსიკოსები ტრეკის ავტორები თავად არიან. ისინი სიმღერას 14 ნოემბერს, ლას ვეგასის Grand Garden Arena-ზე, ლათინური გრემის დაჯილდოებაზე შეასრულებენ, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც რიკი მარტინი იქნება.

► ნახეთ: J. Balvin-მა და Bad Bunny-მ კომპოზიციაზე La Canción კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: Camila Cabello-მ Ricky Martin-თან და J Balvin-თან ერთად Havana შეასრულა

კომპოზიცია, სავარაუდოდ, რიკი მარტინის მომავალ სტუდიურ ჩანაწერში შევა.

რიკი მარტინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო. ორი გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Livin' La Vida Loca, María და She Bangs მოუტანა. 2016 წელს კოლუმბიელ პოპვარსკვლავთან, მალუმასთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე Vente Pa' Ca გადაღებულმა კლიპმა კი იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული