Thumbnail

ბრიტანელმა მამაკაცმა ოპერაციებში $250,000 დახარჯა, რათა BTS-ის ჯიმინს დამსგავსებოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკული საკაბელო ტელევიზიის E! ეთერში რეალითი შოუს Botched მორიგი ეპიზოდი გავიდა, რომლის გმირიც 29 წლის კეიპოპ შემსრულებელი, ბრიტანელი ოლი ლონდონია. როგორც სერიიდან ირკვევა, სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის სუპერფანს სურს, კოლექტივის წევრის, ჯიმინის მსგავსად გამოიყურებოდეს და ამის მისაღწევად გაკეთებულ პლასტიკურ ოპერაციებში უკვე 250,000 დოლარი დახარჯა.

► BTS-ის ჯიმინმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა

გადაცემის ამ ეპიზოდში ოლი ცხვირის ფორმის შეცვლას ითხოვს. ექიმები კი უარს ეუბნებიან, რადგან მას წარსულში უკვე ორჯერ აქვს გაკეთებული ეს ოპერაცია სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.

"რომც მინდოდეს, მეტად ვეღარ დაგიპატარავებ, რადგან ხრტილი აღარ დაგრჩა. ეს რომ გავაკეთო, ცხვირი საერთოდ გაგიქრება. ის უკვე მაქსიმალურად არის მიახლოებული სასურველ შედეგთან", - მიმართა ექიმმა პოლ ნესიფმა პაციენტს.

"ჯიმინი ჩემთვის სრულყოფილების განსახირებაა", - ამბობს ოლი. 

ოლი პლასტიკურ ოპერაციებამდე

ოლი ლონდონმა პოპულარობა 2018 წელს ესთეტიკური მედიცინასთან დაკავშირებულ სატელევიზიო შოუში Hooked on the Look მონაწილეობით მოიპოვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მან სულ მცირე 15 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მანამდე ოლი სამხრეთ კორეაში ცხოვრობდა, სადაც ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. მისი სადებიუტო სინგლი Perfection მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული