Thumbnail

ნახეთ: Sepultura კომპოზიციას Isolation ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრაზილიურმა ჰევი მეტალ ჯგუფმა Sepultura ახალი სინგლის Isolation სტუდიური ვერსია და მასზე შექმნილი ვიდეო გაავრცელა. კადრები რიო დე ჟანეიროში გამართულ ფესტივალზე Rock in Rio ოთხ ოქტომბერს არის გადაღებული, რომელზეც კოლექტივმა ეს სიმღერა პირველად შეასრულა. 

► ნახეთ: Sepultura-მ ახალი კომპოზიცია Isolation შეასრულა

ნამუშევარი კოლექტივის მომავალ ალბომში Quadra იქნება წარმოდგენილი, რომელიც დღის სინათლეს 2020 წლის 7 თებერვალს იხილავს.  

"ეს აშშ-ის მართლმსაჯულების სისტემის შესახებ დაწერილი სიმღერაა. პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა მათ მენტალურ მდგრადობაზე აისახება. შედეგად, მათი გათავისუფლების შემდეგ, ფასის გადახდა ისევ ჩვენ გვიწევს", - განაცხადა ჯგუფის სოლისტმა, დერიკ გრინმა.  

Sepultura ქალაქ ბელუ ორიზონტიში 1984 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Morbid Visions გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 14 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. ბენდს აშშ-ში 3 მილიონზე, მსოფლიო მასშტაბით კი 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მუსიკოსების შემოქმედება ჰევი მეტალს, თრეშ მეტალსა და გრუვ მეტალს აერთიანებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული