Thumbnail

ტატო რუსიას 5 საყვარელი სიმღერა

ჯგუფ MokuMoku-ს წევრის, მუსიკოს ტატო რუსიას 5 საყვარელი კომპოზიცია. 

5. Aesop Rock ft. Dj Signify - Low Tide

ჰიპ ჰოპს ვუსმენ, რაც თავი მახსოვს. საერთოდ, ყველა პერიოდის ჰიპ ჰოპს ვუმუღამებ. "თეთრების ჰიპ ჰოპი" არის ცალკე მდგომი ჩემთვის. არსებობენ მაგ ვაიბში ისეთი ტიპები, როგორც: Cage, LP, Buck 65, Eyedea და სხვა. თავისი ისტორიებით არიან, გამორჩეული მუსიკალური ჟღერადობით. თითქოს უფრო პანკისკენ და ინდასტრიალისკენ აქვთ გეზი, თუმცა, they are hip hop to the bone.

ეს კომპოზიცია არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ალბომიდან DJ Signify - Of Cities. 

4. Depeche Mode - Barrel of a Gun

ბავშვობაში ამ ბენდს ჩემი მშობლებიც უსმენდნენ, მე კი საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რამდენად მაგარი კოლექტივია. ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარს. A total Badass.

3. Soundgarden - Spoonman

გრანჟი ჩემთვის კურტ კობეინმა გახსნა, როდესაც ძალიან პატარა ვიყავი. კერძოდ მაშინ, როცა მე და ჩემს ძმას სკოლიდან მოსულებს MTV-ზე You Know You're Right გვხვდებოდა. Soundgarden-ის მოსმენა კარგად წელს დავიწყე და სიეტლური ჟღერადობით კიდევ უფრო დავინტერესდი. მიხარია, რომ ბევრი კარგი ბენდის მოსმენა წინ მელის.

2. Tool - Rosetta Stoned

მეტალზე შევჯექი ძალიან პატარა ასაკიდან. 8 წლის რომ ვიყავი მამას ვთხოვე, ჩემთვის Metallica-ს ალბომი St. Anger ეყიდა. ამის მერე უკვე ნიუ მეტალზე გადავედი, პარალელურად Judas Priest-ს, Iron Maiden-ს და ა.შ. ვუსმენდი. პირადად ჩემთვის Tool ნომერი პირველი მეტალ ბენდია იმის მიუხედავად, რომ საერთოდ სხვა ესთეტიკა აქვთ. ამ ჯგუფმა შეძლო ის, რომ უკვე 8 წელია დღე არ გასულა, ალბათ, მათი ერთი სიმღერა მაინც რომ არ მომესმინა.

1. NOFX - Decline

პანკ როკის მოსმენა ისევე, როგორც, ალბათ, ბევრმა The Offspring-ით და Green Day-თ დავიწყე. პოპ პანკის გვირგვინად ჯგუფი NOFX მიმაჩნია. ბოლო დროს იშვიათად ვუსმენ, თუმცა, ეს ლამის 20-წუთიანი ტრეკი აერთიანებს ყველაფერს, რაც პანკ როკში მიყვარს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული