ნახეთ: Lil Pump-ს კლიპის გადაღებისას გველმა უკბინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მაიამელ ჰიპ ჰოპ არტისტ გაზი გარსიას, ფსევდონიმით Lil Pump, ახალი ვიდეორგოლის გადაღებისას გველმა უკბინა. ვიდეო არტისტმა ინსტაგრამის გვერდზე თავად გააზიარა.

► ლილ ფამფი: XXXTentacion ჩვენი თაობის 2Pac-ია

► ნახეთ: Lil Pump-მა სახეზე ახალი ტატუ გაიკეთა

"ცოტა ხნის წინ გველმა მიკბინა. არ მიყვარს გველები. იმედი მაქვს, არ მოკვდები", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარი ტრეკი სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ. 2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Harverd Dropout გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული