Thumbnail

პოპულარულმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ რეი სტივენსონმა, სასცენო სახელით Tyga, ახალი კომპოზიცია Ayy Macarena გამოაქვეყნა. თაიგას ნამუშევარი ესპანური დუეტის Los del Río 1996 წლის ჰიტის Macarena შთაგონებითაა შექმნილი. ჩანაწერში კოლუმბიელი მუსიკოსი J Balvin მონაწილეობს, რომელმაც მაიკლთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

► ნახეთ: Tyga, YG და Carlos Santana კლიპს Mamacita ავრცელებენ 

► ნახეთ: Tyga - Bop Ft. YG & Blueface 

► ნახეთ: Tyga კლიპს Lightskin Lil Wayne ავრცელებს

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული