Thumbnail

ირლანდიელმა არტისტმა, როშინ მერფიმ ახალი კომპოზიცია Narcissus გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი ბრიტანელი არტისტი რიჩარდ ბარატი, იგივე DJ Parrot-ია.

► მოუსმინეთ: Róisín Murphy - Incapable

► ნახეთ: როშინ მერფიმ სიმღერაზე Let Me Know ვიდეოკლიპი გადაიღო

როშინ მერფიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 2003 წლამდე ის ბრიტანული ტრიპ ჰოპ ჯგუფის Moloko-ს სოლისტი იყო. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემულმა კომპოზიციამ Sing It Back მოუტანა. 2005 წელს კი მომღერალმა სადებიუტო სოლო ალბომი Ruby Blue გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ შარშან პოპვარსკვლავი საქართველოშიც იმყოფებოდა. ის ფესტივალ Tbilisi Open Air 2018-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული