Thumbnail

არქივი: ჯგუფი Soft Eject კომპოზიციას It's Another Day ასრულებს (1993)

popmusic 1990-იანი წლების ქართული როკ და ალტერნატიული სცენის ამსახველი საარქივო ვიდეოების გამოქვეყნებას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მოღვაწე ქართველი არტისტების კონცერტებს, კლიპებს, ინტერვიუებსა და სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებს შემოგთავაზებთ. 

ჯგუფი Soft Eject საქართველოს ტელევიზიის ეთერში კომპოზიციას It's Another Day ასრულებს, 1993 წელი. 

Soft Eject - It's Another Day (1993)

🔻 popmusic აგრძელებს 1990-იან წლებში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების ამსახველი საარქივო მასალების გამოქვეყნებას. 🎶 ჯგუფი SOFT EJECT საქართველოს ტელევიზიის ეთერში კომპოზიციას It's Another Day ასრულებს, 1993 წელი. #არქივი

Posted by popmusic on კვირა, 10 ნოემბერი, 2019

Soft Eject 1990 წელს თბილისში ირაკლი ჭელიშვილმა, იგივე პეჩომ (ვოკალი, გიტარა), ვახო ბაბუნაშვილმა (ბასი, ვოკალი) გია ქარჩხაძემ (გიტარა, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილმა (დრამი) ჩამოაყალიბეს. ბენდის თავდაპირველ შემადგენლობაში ოთარ ყარალაშვილიც შედიოდა, თუმცა მან ჯგუფი მალევე დატოვა.

1990-იანი წლების დასაწყისში კოლექტივი გერმანიაში გაემგზავრა. მუსიკოსების პირველი ოთხი სტუდიური ნამუშევარი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) სწორედ იქ არის ჩაწერილი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, Soft Eject იღებს მუსიკალურ ვიდეოს თავის ყველაზე ცნობილ სიმღერაზე Please Just Carry On, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება, 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის.

2017 წელს, 15-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა. ფესტივალზე მსმენელთა წინაშე პეჩო (ვოკალი), ვახო ბაბუნაშვილი (ბასი, ვოკალი) გია ქარჩხაძე (გიტარა), ნოდარ მანჩხაშვილი (დრამი), გირგი კობახიძე (გიტარა, ვოკალი), სანდრო ნიკოლაძე (ფლეიტა, ლირი), ემზარ ბურდული (ვალტორნა, ვოკალი) და ანა სიხარულიძე (აკორდეონი, კლავიში) წარდგნენ. ამის შემდეგ Soft Eject თავდაპირველი შემადგენლობით სტუდიას დაუბრუნდა. მუსიკოსები ახალი ალბომის გამოცემას გეგმავენ, რომელშიც ძირითადად ადრეულ წლებში დაწერილი სიმღერები შევა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული