Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ამეთისთ ქელი, ფსევდონიმით Iggy Azalea, ახალ კომპოზიციას Lola და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ EP-ში სახელად Wicked Lips შევა, რომელიც გაყიდვაში 15 ნოემბერს ჩაეშვება. ნამუშევარში ბრიტანელი მომღერალი ელის ჩეთერი მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: Iggy Azalea ახალ ალბომს In My Defense აქვეყნებს

იგი აზელიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. არტისტის მუსიკალური ნიჭი ვეტერანმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თიაიმ შეამჩნია და ავტრალიელი მუსიკოსი საკუთარ ლეიბლში Grand Hustle გააწევრიანა. 2014 წელს გაყიდვაში იგის სადებიუტო ალბომი The New Classic ჩაეშვა, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა. იმავე წელს შემსრულებელი პირველი არაამერიკელი ქალი არტისტი გახდა, რომლის ნამუშევარმაც ბილბორდის არენბი/ჰიპ ჰოპ ალბომების ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული