Thumbnail

მოუსმინეთ: Aphex Twin-ის გამოუცემელი ტრეკი Slo Bird Whistle გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ლეიბლმა Warp ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის, რიჩარდ ჯეიმსის, სასცენო სახელით Aphex Twin, ამ დრომდე გამოუცემელი ტრეკი Slo Bird Whistle გაავრცელა. ჩანაწერი ლეიბლის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ კომპილაციურ ალბომში WXAXRXP Sessions შევა, რომელიც 15 ნოემბერს გამოიცემა.

► ნახეთ: Aphex Twin-მა ლონდონში ქართველი მუსიკოსის, HVL-ის კომპოზიცია დაუკრა

ალბომი ასევე ისეთი პოპულარული არტისტების ტრეკებს გააერთიანებს, როგორებიც არიან: Boards of Canada, Flying Lotus და სხვა.

► მოუსმინეთ: Boards of Canada - XYZ

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის 14 სექტემბერს კი მუსიკოსმა EP Collapse გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული