Thumbnail

ქანიე ვესთი: მინდა, რომ Christian Genius Billionaire Kanye West დავირქვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან საუბარში განაცხადა, რომ სურს, სახელს რამდენიმე სიტყვა დაუმატოს და Christian Genius Billionaire Kanye West დაირქვას.

 ნახეთ: კიმ კარდაშიანმა ქანიე ვესთის კლიპის Follow God თიზერი გაავრცელა

► მოუსმინეთ: ქანიე ვესთი ახალ ალბომს Jesus Is King ავრცელებს 

"როდესაც ხალხი ამბობს, რომ გოიმობაა, როდესაც საკუთარ თავს მილიარდერს ეძახი, სურვილი მიჩნდება, ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი ქანიე ვესთი დავირქვა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება", - აღნიშნა მუსიკოსმა.

არტისტმა ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სურს მონაწილეობა.

"როდესაც ვამბობ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა, რატომღაც ყველას ეცინება. არადა, ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნი. მედია აჭრელებულია სათაურებით - ქანიე გაგიჟდაო, მაშინ, როცა ყოველი მესამე აფროამერიკელი ციხეშია. ცნობილი ადამიანები კი სხვა ციხეში არიან, არაფერს ამბობენ, საკუთარი აზრი არ აქვთ", - თქვა ვესთმა.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული