Thumbnail

ნახეთ: Nicki Minaj კოლუმბიელი მუსიკოსის, Karol G-ის ტრეკში Tusa მონაწილეობს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კოლუმბიელი მუსიკოსი კაროლინა ჟირალდო ნავარო, სასცენო სახელით Karol G, ახალ კომპოზიციას Tusa და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ნიკი მინაჟი მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ ტრეკი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კაროლინა ჟირალდო ნავარომ, სასცენო სახელით Karol G, მუსიკალური მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Unstoppable გაავრცელა, მიმდინარე წელს კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Ocean გამოსცა. მისი შემოქმედება რეგიტონსა და ლათინურ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული