Thumbnail

ნახეთ: Halsey დოკუმენტური სერიალის Road To Manic პირველ ეპიზოდს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მომღერალმა, ჰოლზიმ იუთუბზე დოკუმენტური სერიალის Road To Manic პირველი ეპიზოდი გაავრცელა, რომელშიც მისი მომავალი ალბომის Manic შექმნის პროცესი იქნება ასახული.

► ნახეთ: Halsey კომპოზიციაზე Graveyard გადაღებულ კლიპს ავრცელებს

► ჰოლზი: The Voice-ის პერფორმანსის შემდეგ, ჰომოფობები გაუპატიურებით მემუქრებოდნენ

► ბილი აილიშმა, ტეილორ სვიფტმა და Halsey-მ საქველმოქმედო საღამოზე We Can Survive იმღერეს

ამ ალბომის გამოშვების წინ ძალიან ვნერვიულობ. მგონია, რომ მასში ჩემი ნამდვილი სახე ჩანს. თუ ჩანაწერი ხალხს არ მოეწონება, ე.ი. მეც არ მოვეწონები", - ამბობს არტისტი ვიდეოში.

პირველ ეპიზოდში ჰოლზის კონცერტებისა და სცენის მიღმა კადრები, ასევე, სხვა ვიდეომასალაა შესული.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გავრცელდება Road To Manic-ის მომდევნო ეპიზოდი. თავად ალბომის გამოშვება 2020 წლის 17 იანვარს იგეგმება.

ეშლი ფრენჯიპანმა, სასცენო სახელით Halsey, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეორე სტუდიურმა ალბომმა Hopeless Fountain Kingdom მოუტანა, რომელიც 2017 წელს ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული